Sign In
Therapeutic Areas & Products
Skip Navigation LinksSanten > Georgia > Therapeutic Areas & Products > ალერგია > ლეკროლინი (Lecrolyn)

ლეკროლინი (Lecrolyn)

 

Lecrolyn_web3.jpg

ლეკროლინის თვალის წვეთები გამოიყენება ალერგიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ.

 

თვალის სიწითლისა და ქავილის მკურნალობის დროს ნატრიუმის კრომოგლიკატის გამოყენების დიდი გამოცდილება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი ადგილი ალერგიის სამკურნალო მედიკამენტებს შორის არის.

 

ალერგენები (მაგ.: მცენარეების მტვერი), თუ არ არსებობს შემაფერხებელი ფაქტორი, იწვევენ მასტოციტების დეგრანულაციას. შედეგად ხდება ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორებიც არის თვალის სიწითლე, ქავილი და გაძლიერებული ცრემლდენა. ლეკროლინის გამოყენება ხელს უშლის აღნიშნული სიმპტომების გამოვლენას.

 

ოპტიმალური შედეგების მისაღწევად ლეკროლინით მკურნალობა უნდა მოხდეს პროფილაქტიკის მიზნით, სანამ სიმპტომები იჩენს თავს, რათა დაიბლოკოს თვალში მილიონობით მასტოციტისგან ისეთი ნივთიერებების გამოთავისუფლება, როგორიც არის ჰისტამინი.

 

მნიშნელოვანია ლეკროლინით მკურნალობის გაგრძელება ალერგიის სეზონის განმავლობაში მას შემდეგაც კი, როცა ანთების ნიშნები და სიმპტომები გამქრალია.

  • კარგი ამტანობა
  • დადებითი საპოხი ეფექტი გაღიზიანებული თვალისთვის
  • გამოიყენება როგორც ზრდასრულებში ისე ბავშვებში
  • გამოდის როგორც ფლაკონებში ისე უკონსერვანტო ერთჯერად საწვეთურებში (კონსერვანტის მიმართ მგრძნობიარე თვალებისთვის და კონტაქტურ ლინზებთან ერთად გამოსაყენებლად).