Sign In
About Santen
Skip Navigation LinksSanten > Georgia > About Santen > ,,სანტენ“-ი ევროპაში
კონტაქტი
,,სანტენ ფარმასიუთიქალ“-ი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

,,სანტენ“-ი ევროპაში

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ,,სანტენ"-მა გაიმყარა პოზიცია ევროპაში, გახდა რა მნიშვნელოვანი ფიგურა ოფთალმოლოგიის სფეროში.   

 

,,სანტენ"-ი შედის იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო კომპანიების რიცხვში, რომელთა ძირითადი სპეციალიზაციაც არის ოფთალმოლოგია. ,,სანტენ"-ი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კვლევით ცენტრებსა და წამყვან სპეციალისტებთან ერთად აწარმოებს მუშაობას როგორც საკუთრივ დაავადებების ისე მათი პათოლოგიის უკეთ გასაგებად. აღნიშნული შრომის შედეგები საბოლოო ჯამში გამოიყენება ამ მდგომარეობების დიაგნოსტირებისა და მართვისათვის.                   

 

,,სანტენ"-ი თავდაუზოგავად მუშაობს მხედველობის დაცვასა და გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით ისეთი ოფთალმოლოგიური დაავადებების შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ახალი ინოვაციური მიდგომები.

 

ძირითადი მონაცემები ,,სანტენ ევროპა"-ს შესახებ

  • არსებობის 20 წელიწადზე მეტი ხანი
    • 1994: გერმანია
    • 1997: ფინეთი და სკანდინავია (,,ოი სტარ აბ"-ის შესყიდვა)
    • 2012: საფრანგეთი (,,ნოვაგალი ფარმა"-ს შესყიდვა)
    • 2014/15: სრულად არის წარმოდგენილი ევროპაში 
    • 2015: სათაო ოფისი ევროპაში (ჟენევა/შვეიცარია)
  • ოფისები 40 ქვეყანაში 600-ზე მეტი თანამშრომლით 
  • 2 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი: ტამპერე (ფინეთი) და ნოვაგალის ინოვაციების ცენტრი (ევრი/საფრანგეთი)
  • 1 საწარმო: ტამპერე (ფინეთი)
  • ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქცია​