Sign In
Georgia
Skip Navigation LinksSanten > Georgia > კონფიდენციალობის პოლიტიკა
კონტაქტი
,,სანტენ ფარმასიუთიქალ“-ი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვაღიარებთ რა ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, შპს ,,სანტენ ფარმასიუთიქალ კო."-მ (შემდგომში წოდებული როგორც ,,სანტენ"-ი) შეიმუშავა ქვემოთ მოცემული პოლიტიკა და მთელ კომპანიაში კორპორაციის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთათვის სავალდებულო გახადა აღნიშნული პოლიტიკის შესრულება.

  1. საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის პროგრამა პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით
    ,,სანტენ"-მა შეიმუშვა და ახორციელებს საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის პროგრამას, რათა სათანადოდ იქნეს დაცული პირადი ინფორმაცია. რეგულაულად მოხდება აღნიშნული პროგრამის მიმოხილვა და საჭიროებისამებრ განახლება.

  2. პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაცემა
    გარდა იმისა, რომ ,,სანტენ"-ი თვალყურს ადევნებს პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გაცემის პროცედურებს, იგი ასევე განსაზღვრავს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზეზებსა და მიზნებს, მისი გაცემის შეზღუდვებსა და პირადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მეთოდებს.

  3. პირადი ინფორმაციის სიზუსტე და უსაფრთხოება
    პირადი ინფორმაციის სიზუსტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ,,სანტენ"-ი მიიღებს გონივრულ ზომებს, რათა ხელი შეუშალოს ისეთ ქმედებებს და გამოასწოროს ისინი, როგორებიცაა ინფორმაციაზე არაავტორიზებული ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის არასწორი განთავსება, განადგურება, ჩარევა და გაჟონვა.

  4. ინფორმაციის გაცემა, შესწორება, წაშლა და გამოყენების შეჩერება
    ,,სანტენ"-ი სათანადოდ უპასუხებს პირადი მონაცემების სუბიექტთა მოთხოვნებს ნებისმიერი მათი პირადი ინფორმაციის გაცემასთან, შესწორებასთან, წაშლასა და გამოყენების შეჩერებასთან დაკავშირებით.

  5. ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობა
    ,,სანტენ"-ი აკმაყოფილებს ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ ყველა კანონს, ასევე სამთავრობო სააგენტოებისა და სხვა დაწესებულებების მიერ დადგენილ წესებს, ნორმებსა და გაიდლაინებს.   

Additional information

For more information including GDPR and the processing of personal data please visit www.santen.eu/dataprivacy.