Sign In
Georgia
Skip Navigation LinksSanten > Georgia > ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
კონტაქტი
,,სანტენ ფარმასიუთიქალ“-ი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

ვებ-გვერდის გამოყენების პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდს, რომელიც გთავაზობთ ზოგად ინფორმაციას ,,სანტენ"-ისა და მისი შვილობილი კომპანიების (ერთობლივად წოდებული როგორც ,,ჯგუფი") შესახებ, ფლობს და მართავს შპს ,,სანტენ ფარმასიუთიქალ კო." (,,სანტენ"-ი). ამ გვერდზე შეგიძლიათ სრულად წაიკითხოთ გამოყენების პირობები (,,გამოყენების პირობები") (ასევე კონფიდენციალობის პოლიტიკა), სანამ ვებ-გვერდზე შეხვალთ. აღნიშნული ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ იღებთ ვალდებულებას და შეასრულებთ გამოყენების პირობებს.

საავტორო უფლებები, უფლებები სავაჭრო ნიშანზე და ა.შ.

  1. წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია დაცულია საავტორო უფლებების შესახებ კანონით და ინფორმაციასთან დაკავშირებით არსებული ყველა უფლება ეკუთვნის ,,სანტენ"-ს, ანუ ,,სანტენ"-ი ფლობს მისი სარგებლობის კანონიერ უფლებას. კანონით გეკრძალებათ ,,სანტენ"-ის წინასწარი ნებართვის გარეშე გადმოტვირთოთ ან დააკოპიროთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია სხვა მიზნით, ვიდრე ეს პირადი, არაკომერციული სარგებლობაა.

  2. წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებული ,,სანტენ"-ის პროდუქტის სახელწოდებები, ლოგოები, დიზაინი, სლოგანები და შეფუთვა, დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, სავაჭრო სახელწოდებები თუ დიზაინია დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. მაშასადამე, მკაცრად იკრძლება ნებისმიერი ის ქმედება, რომლითაც ირღვევა აღნიშნული უფლებები.

მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია 

,,სანტენ"-ი არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს წინამდებარე ვებ-გვერდთან დაკავშირებით ელ-ფოსტით ან ფოსტით გამოგზავნილ კომუნიკაციას. ,,სანტენ"-ი არ იღებს ვალდებულებას, დაიცვას კონფიდენციალობა წინამდებარე ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ მიერ მოწოდებულ (მათ შორი ელ-ფოსტით შემოთავაზებულ) ინფორმაციასთან ან მონაცემებთან დაკავშირებით, გარდა თქვენი პირადი ინფორმაციისა. ,,სანტენ"-ი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს, გაამხოლოს, გააკეთოს ასლი ან გაავრცელოს ნებისმიერი იდეა, კონცეფცია და ,,ნოუ-ჰაუ", რასაც შეიცავს ამგვარი ინფორმაცია ან მონაცემები ნებისმიერი მიზნით, მათ შორის პროდუქტის შესამუშავებლად, საწარმოებლად და მარკეტინგისთვის და არა მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.   

გამონაკლისები

  1. ,,სანტენ"-ი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ვებ-გვერდის შინაარსი იყოს ზუსტი, სრული და განახლებული, მაგრამ ,,სანტენ"-ი არ იძლევა არანაირ გარანტიას მის სიზუსტესთან, სისრულესთან ან განახლებასთან დაკავშირებით.

  2. ,,სანტენ"-ი იტოვებს უფლებას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს ან განაახლოს შინაარსი, ან შეაჩეროს ან შეწყვიტოს წინამდებარე ვებ-გვერდის ფუნქციონირება. უფრო მეტიც, ,,სანტენ"-ი არ აგებს პასუხს ამგვარი ქმედების შედეგად გამოწვეულ ზიანსა თუ დანაკარგზე.

  3. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, მიიღოთ ზომები კომპიუტერული ვირუსებით, მავნე პროგრამებით და ა.შ. გამოწვეული ზიანის თავიდან ასაცილებლად. ,,სანტენ"-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთი დესტრუქციული პროგრამებით მიყენებულ ზიანზე.

  4. ,,სანტენ"-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის ან თავად ვებ-გვერდის გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე.

ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

,,სანტენ"-ის პროდუქციიდან ბევრი რეცეპტურული პრეპარატია, ანუ საჭიროა ჯანდაცვის მუშაკის მიერ გაცემული რეცეპტი. წინამდებარე ვებ-გვერდი გთვაზობთ მხოლოდ ინფორმაციას და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ჯანდაცვის მუშაკის რჩევის ან მომსახურების ჩანაცვლებას. ვებ-გვერდზე ჩამოთვლილი ჩვენი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ,,სანტენ"-ის მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრს.      

კონფიდენციალობის პოლიტიკა

,,სანტენ"-ი ამუშავებს თქვენს პირად ინფორმაციას კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც მოცემულია დამოუკიდებლად.

სხვა საიტების ბმულები/ სხვა საიტებიდან მიღებული ბმულები

თქვენი მოთხოვნისამებრ შეგვიძლია, მოგაწოდოთ მესამე მხარის ვებ-გვერდების ბმულები. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ,,სანტენ"-ი არ აგებს პასუხს ან არა აქვს უფლებამოსილება ამგვარი საიტების შინაარსზე.

 

უფრო მეტიც, თქვენ ,,სანტენ"-ისგან უნდა მიიღოთ წინასწარი ნებართვა, თუ წინამდებარე გვერდზე  აპირებთ რომელიმე ბმულის დადებას.

სოციალური ქსელის საიტებზე დაპოსტილ ინფორმაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებული პრეს-რელიზები, ფინანსური ანგარიშები და ყველა სხვა შინაარსის ტექსტი ასახავს ჯგუფის ოფიციალურ პოლიტიკებსა და პოზიციებს. თუმცა, სოციალური ქსელის საიტებზე ჯგუფის თანამშრომელთა მიერ დაპოსტილი ინფორმაცია და სხვა მსგავსი მომსახურება არ ასახავს ჩვენს პოლიტიკებსა და პოზიციებს.   

სამართლებრივი იურისდიქცია

საიტის გამოყენების პირობებს არეგულირებს და მათი ინტერპრეტაცია ხდება იაპონიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გამოყენების პირობების დებულებებიდან გამომდინარე ან მათთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში ყველა სამართალწარმოება წარიმართება ოსაკას საოლქო სასამართლოში.